Wednesday, October 1, 2014

პირველი დღე

                                                                           რეფლექსია.  
        2014 წლის 1 ოქტომბერს ჩვენს სკოლაში დაიწყო ინტელის ტრენინგ-კურსი, რომლის პირველი დღეც დაიწყო სახალისოდ-ჩვენი გაცნობით.მე მომეწონა და ამას გამოვიყენებ ჩემს პრაკტიკაში.გავეცანით ინტერნეტ სახელმძღვანელოს პროექტების სწავლებაზე.გავიგე მასში ნავიგაცია, როგორ შეიძლება ჩანიშვნა ამა თუ იმ საინტერესო ინფორმაციის, ასევე დავათვალიერეთ რესურსები და მომეწონა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები რომელიც ჯგუფებში გავინაწილეთ და საინტერესოდ გავარჩიეთ. ტრენერი ხსნიდა გარკვევით და ჩვენს კითხვებზე მორჩილად გვპასუხობდა. დღეს სკოლიდან მივდივარ უფრო მეტის ცოდნით და იმის მოლოდინით რომ კიდევ მეტ რამეს გავიგებ რასაც გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში. მადლობა.

No comments:

Post a Comment