Friday, October 31, 2014

მეცხრე დღე

                                                                     რეფლექსია
                               
                               დამთავრდა ტრენინგის მეცხრე დღე, რომლითაც დავასრულეთ ინტელის ძირითადი კურსი, მოვისმინეთ კოლეგების პრეზენტაციები, რამაც ძალიან ამაღლებულ განწყობაზე დაგვაყენა. მე ვთვლი, რომ ამ ტრენინგმა ერთი ნაბიჯით წინ წაწია ჩემი კვალიფიკაცია, რაც ერთობ სასიამოვნოა და პროდუქტიული. ტრენინგის ბოლოს მაქვს გამზადებული პროექტი გაკვეთილი, რომელიც ელოდება განხორციელებას. გუგლი დრაივში ინახება ჩემი პორტფოლიო, რომელიც სავსეა მასალებით.

Wednesday, October 29, 2014

მერვე დღე

                                                                      რეფლექსია
          პროექტის მერვე დღეს დავასრულეთ ჩვენი პროექტის შაბლონი და მოვიყვანეთ სისრულეში, შევავსეთ პროექტის აქტივობები. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე, გარდნერის თეორიაზე. შევისწავლეთ ბლოგში დიზაინის შეცვლა და გაჯეტების დამატება. ნებისმიერ დროს შემიძლია ბლოგი შევცვალო თავის შეფერილობითა და დასათაურებით. მომწონს ინტელის ტრენინგ- კურსი თავისი არაჩვეულებრივი სახელმძღვანელოთი და მასლებით, რომელიც მომცემს შესაძლებლობას აქტიურად გამოვიყენო ჩემს პრაქტიკაში. მადლობა დიდი.<3 <3 <3

Friday, October 24, 2014

მეშვიდე დღე

                                                                      რეფლექსია
              ტრენინგის მე-7 დღეს უკუკავშირის რუბრიკის ფორმა გამოვიყენეთ ერთმანეთის ნამუშევრების. დავუსვით ჩვენს მეწყვილეს სამი შეკითხვბა, მივეცით ორი კომენტარი და ერთი რჩევა. შეფასების რუბრიკებით გავამდიდრეთ ჩვენი პროექტის გეგმა. მე მომეწონა უკუკავშირი მოსწავლეებს შორის, რაც კარგად გამომადგება პრაქტიკაში.

მეექვსე დღე

                                                                   რეფლექსია
                              ტრენინგის მე-6 დღეს უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა ჩემი პროფესია. აღფრთოვანებული ვარ იმ სახელმძღვანელოთი, რომელითაც ვსწავლობთ პროექტებით სწავლებას. პოვერ პოინტში შევქმენით სლაიდები ანუ პრეზენტაცია ჩემი პროექტის შესახებ. სულ უცხო ადამიანმა, რომ წაიკითხოს ამ სლაიდებით მიხვდება რაზე არის ეს პროექტი. ძალიან მომეწონა მოსწავლის პრეზენტაცია მონსტრების შესახებ და ბოლოს მე თვითონ გამოვედი მოსწავლის როლში და შევასრულე ერთ-ერთი დავალება ანუ ვიყავი ფოტორეპორტიორი და მოვიძიე სურათები ბუკლეტისთვის, რომელიც არის ერთ-ერთი ჯგუფის ერთი მოსწავლის დავალება.

მეხუთე დღე

                                                                    რეფლექსია
      დღეს მე-5 დღეა ტრენინგის და ბევრი ახალი და საინტერესო რამ გავიგე. შეფასების დროის ჩარჩო და პრეზენტაცია პრაქტიკაში მჭირდება და იმ პროექტის სრულყოფილებისთვისაც გამომადგება, რომელიც დავგეგმე.

Friday, October 10, 2014

მეოთხე დღე

                                                                             რეფლექსია.
             ტრენინგის მე-4 დღე.მომეწონა მიმართულების მიმცემი საკვანძო და ზოგადი კითხვების მოგონება და გუგლიდრაივში შეტანა, მერე ამ ყველაფრის გაზიარება, რაც ძალიან გამომადგება პრაქტიკაში. მით უმეტეს ვიცი სად ინახება გზამკვლევი დისკის გაზიარების და ა. შ. აგრეთვე პროექტის გეგმის შაბლონში შევიტანეთ კრიტერიუმები, ინდიკატორები და მიზნები. მადლობა.

Wednesday, October 8, 2014

მესამე დღე

                                                                             რეფლექსია.
                               დღეს მესამე დღეა რაც ინტელის ტრენინგს ვესწრები და ჩემს ელექტრონულ პორტფოლიოს შევძინე კიდევ ერთი საჭირო ფაილი: ბუკლეტი, რომელიც ვფიქრობ ძალიან კარგად გამომადგება ჩემი პროექტის დასრულებისას. ერთ-ერთი პროდუქტი არის ტურისტული ბუკლეტები ექსკურსია-ბიუროებისთვის, რომელიც მოსწავლეები ჯგუფებში მუშაობის შედეგად შექმნიან.

Friday, October 3, 2014

მეორე დღე

                                                                                  რეფლექსია
                      დასრულდა ტრენინგის მეორე დღე და მე უკვე ჩამოყალიბებული მაქვს ჩემი თემა, თუ რა პროექტი დავგეგმო სასწავლო პროცესში წარმატებით გამოსაყენებლად. ვისწავლე და შევქმენი პორტფოლიო, თავისი ფაილებით და სახელწოდებებით, რომელიც ასევე ძალიან მხიბლავს, რადგანაც ჯერ იმიტომ რომ გამიადვილდა და ისე მალე მოვრჩი ჩემს საქმეს, რომ მერე ჩემს კოლეგებსაც დავეხმარე და განვიმტკიცე ჩემი ცოდნა ამისთვის დიდი მადლობა ტრენერს. გავეცანი და მომეწონა პროექტის გეგმის შაბლონი და მისი ჩეკლისტი. ესეც საინტერესოა და პრაქტიკაში გამოსაყენებელი. მერე დოკუმენტები შევინახე ჩემს საქაღალდეებში, რომელიც პორტფოლიოში ინახება. გავიგე, რომ თურმე ბევრი პროექტია შექმნილი ნიჭიერი ადამიანების მიერ, რაც ხელმისაწვდომია ჩემთვის და შემიძლია დავათვალიერო.

Wednesday, October 1, 2014

პირველი დღე

                                                                           რეფლექსია.  
        2014 წლის 1 ოქტომბერს ჩვენს სკოლაში დაიწყო ინტელის ტრენინგ-კურსი, რომლის პირველი დღეც დაიწყო სახალისოდ-ჩვენი გაცნობით.მე მომეწონა და ამას გამოვიყენებ ჩემს პრაკტიკაში.გავეცანით ინტერნეტ სახელმძღვანელოს პროექტების სწავლებაზე.გავიგე მასში ნავიგაცია, როგორ შეიძლება ჩანიშვნა ამა თუ იმ საინტერესო ინფორმაციის, ასევე დავათვალიერეთ რესურსები და მომეწონა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები რომელიც ჯგუფებში გავინაწილეთ და საინტერესოდ გავარჩიეთ. ტრენერი ხსნიდა გარკვევით და ჩვენს კითხვებზე მორჩილად გვპასუხობდა. დღეს სკოლიდან მივდივარ უფრო მეტის ცოდნით და იმის მოლოდინით რომ კიდევ მეტ რამეს გავიგებ რასაც გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში. მადლობა.